16 აპრ - 16 მაი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საწარმო შპს ,,კრიალა’’ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

მოთხოვნები:
  • გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ;
  • რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • საკუთარი ავტომობილის ქონა.
ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური მომხმარებლების გამოვლენა, მათთან კომუნიკაცია და კომპანიაში არსებული პროდუქტების შეთავაზება ;
  • ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასები კვლევა/ანალიზი;
  • შეკვეთის მიღება , საწყობში და ლოჯისტიკურ ცენტრში მისი გადამისამართება და პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდების უზრუნველყოფა;
  • დებიტორებთან კომუნიკაცია (დავალიანების აღრიცხვა/კონტროლი);
  • სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიება/მონიტორინგი , სატენდერო შეთავაზებების მომზადება და მათთან არსებულ დოკუმენტაციასთან მუშაობის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება / ყოველთვიური ზრდა;
  • დირექტორისთვის ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
  • ხელმძღვანელისგან მითითებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ ;

ანაზღაურება: ფიქს.1000 ლარი + ბონუსი.
სამუშაო ადგილი:ქ.თბილისი, ქიზიყის ქ. 50ბ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@kriala.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 46
უნიკალური ნახვები 45