შემდეგი
16 აპრ - 16 მაი
სტარტი
სქრამ მასტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@gpih.ge
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას სქრამ მასტერის პოზიციაზე.
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სქრამ მასტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
პასუხისმგებლობები:
- გუნდების სქრამ ფრეიმვორკით მუშაობის უზრუნველყოფა, რათა გუნდმა შეძლოს საუკეთესო ხარისხის პროდუქტის შექმნა საბოლოო მომხმარებლისთვის;
- გუნდში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესში ჩართულობა და მათთვის სქრამის თეორიის და პროცესის გაცნობა;
- გუნდის მიერ სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა, რომელიც აკმაყოფილებს შეთანხმებული პირობას (Definition of Done);
- გუნდების ეფექტური მუშაობის შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა კომპანიის შესაბამისი რგოლების ჩართულობით;
- გუნდის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე (ფორმირების ეტაპი, შტორმის ეტაპი, ნორმირების ეტაპი და მაღალი პერფორმანსის ეტაპი) მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- გუნდის პერფორმანსზე მუდმივი დაკვირვება, ანალიზი, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
- გუნდებისა და დაინტერესებული მხარეების მოლოდინებისა და პრიორიტეტების გარკვევა ეფექტური კომუნიკაციის მეშვეობით;
- კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა: არსებული კონფლიქტების მოგვარება როგორც გუნდის შიგნით, ისე გარეთ;
- გუნდის თითოეული წევრის საჭიროებების, ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- HR დეპარტამენტთან თანამშრომლობა სქრამ გუნდის წევრების სწორად, დროულად და ეფექტურად დაკომპლექტების უზრუნველსაყოფად;
- სქრამ ფრეიმვორკით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;
- რამდენიმე სქრამ გუნდთან პარალელურად მუშაობა და თითოეულის საუკეთესო პრაქტიკების სხვა გუნდებში გაზიარება;
- Agile ინსტრუმენტებთან და ტექნიკებთან მუშაობა, მათ შორის სპრინტის დაგეგმვა და რეტროსპექტივები;
- კომპანიის მასშტაბით ეჯაილ მეთოდოლოგიის დანერგვაში ჩართულობა;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- Scrum მასტერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Agile/Scrum პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა და Agile გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira, Microsoft Azure) ჩაითვლება უპირატესობად;
- Scrum Master სერტიფიკატების პირველი დონის (CSM, PSM I) ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ პროფესიულ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერილობითი უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების გადაჭრის უნარები.
საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სქრამ მასტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
ნახვები 136
უნიკალური ნახვები 134