16 აპრ - 16 მაი
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, ტაშკენტის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "გზავნილი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. "გზვანილი" უზრუნველყოფს ამერიკიდან საქართველოში პერსონალური და ბიზნეს გზავნილების გადაზიდვას.

ოფისის ლოკაცია: თბილისი, ტაშკენტის N41
გრაფიკი: კვირაში 5 დღე 40 საათი (სამუშაო საათები იქნება სამ ცვლაში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შემოსული ზარების მომსახურება და დროული პასუხი;
  • მომხმარებელთან სატელეფონო და ონლაინ მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
  • გზავნილის ვებ გვერდსა და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული კითხვების/მოთხოვნების დროული პასუხი და დამუშავება;
  • გზავნილის ვებ-გვერდის ჩატის და სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით, შემოსული მოთხოვნებისა ან საინფორმაციო კითხვების დამუშავება და დროული პასუხი;
  • მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისაგან მოთხოვნის დამუშავება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე და მისი გადაცემა დანიშნულებისამებრ;
  • შესაბამისი ანგარიშის წარმოება, მომხმარებლების მოთხოვნებთან დაკავშირებით, მაგალითად საბაჟო პროცედურებში და ა.შ.
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა პროცესებში ჩართულობა;
  • ხელმძღვანელის მხრიდან საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება;

მოთხოვნები:
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანობა;
  • შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: gzavnili.jobs@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი". განცხადების მიღების ვადა: 29 აპრილი
კომპანია გზავნილი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 255
უნიკალური ნახვები 211