16 აპრ - 14 მაი
მოლარე
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,თურქული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი:
სამორინეს მოლარე პასუხისმგებელია მომხმარებელთა ეფექტური მომსახურების გაწევაზე სამორინეს სალაროში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებისას.
მათ შორის: ნაღდი ფულის, ჩიპების და სხვა ფულადი ინსტრუმენტების ზუსტად და ეფექტურად დამუშავება, ფინანსური აღრიცხვის წარმოება და სათამაშო რეგულაციებისა და კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
სამორინე ოტიუმი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • სამორეინეს მომხმარებლების თავაზიანად და მეგობრულად მისალმება და დახმარების შეთავაზება;
  • ფინანსური ტრანზაქციებსა და კაზინოს სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთა მოთხოვნებზე სწრაფად და პროფესიონალურად რეაგირება;
  • სხვადასხვა სახის ფინანსური ტრანზაქციების ზუსტი დამუშავება: ჩიპების განაღდება, თანხის მიღება-გაცემა, მარკერების გაცემა, ვაუჩერების გამოსყიდვა, ვალუტის გაცვლა და ა.შ.;
  • რეპორტებისა და დოკუმენტაციის წარმოება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
  • თამაშის წესების დაცვა, ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის დაცვით;
  • ნებისმიერ საეჭვო აქტივობის ან ტრანზაქციის შეატყობინება შესაბამის წარმომადგენლებზე;
  • სათამაშო რეგულაციებისა და კომპანიის პოლიტიკის ცვლილებების შესახებ უახლესი ინფორმაციის ფლობა, რომლებიც დაკავშირებულია ფულადი სახსრების მართვასთან.
  • სამორინეს სხვა პერსონალთან, მათ შორის დილერებთან, ზედამხედველებთან და უსაფრთხოების პერსონალთან მჭირდო კომუნიკაცია, უხარვეზო და ეფექტური მუშაობისათვის;

კვალიფიკაცია:
  • სასურველია ბაკალავრის დიპლომი ფინანსების მიმართულებით; დამატებითი განათლება ან ტრენინგი ფინანსებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში ჩაითვლება პლუსად;
  • ნაღდი ფულის დამუშავების ან სალაროს მუშაობის გამოცდილება, სასურველია სამორინეში ან ფინანსურ დაწესებულებაში;
  • მათემატიკური ანალიზის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • სათამაშო რეგულაციებისა და AML პოლიტიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომხმარებელთა მომსახურების და კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარები
  • ინგლისური და თურქული ენების საკომუნიკაციო დონაზე ფლობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: shrmgr@otiumcasino.com და სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე"; ან მობრძანდეთ ბათუმში, გორგილაძის #118-ში მდებარე სამორინე "ოტიუმის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ოფისში და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ადგილზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

კაზინო/აზარტული თამაშები
სლოტ ოპერატორი
ნახვები 108
უნიკალური ნახვები 105