15 აპრ - 15 მაი
ვიპ
მძღოლი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • მართვის მოწმობაCE
  • რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "ტრანსიბერია"- ტვირთების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესახსრებული ტიპის (ტრაილერი) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პოზიციაზე საერთაშორისო (ევროპის მიმართულებით) სახმელეთო გადაზიდვებისათვის.
ფუნქცია-მოვალეობები:
  • სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მართვა IRU სტანდარტების შესაბამისად.
  • საერთაშორისო გადაზიდვებისას საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე შესაბამისი დოკუმენტების წარმოება
  • სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და პრობლემის აღმოფხვრა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა CE კატეგორიით
  • ციფრული ტაქოგრაფის ბარათი
  • კოდი 95 გაცემული სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
  • სატრანსპორტო საშუალების აგებულებისა და ტექნიკური მახასიათებლების კარგად ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამის პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
  • მინიმუმ რუსული ენის ცოდნა. სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული თვისებები:
  • თავაზიანობა
  • დისციპლინირებულობა
  • პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობა
  • კეთილსინდისიერება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(ავტობიოგრაფია) შესაბამის მისამართზე: info@transiberia.com.ge;
მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.
ავტო-მოტო სერვისი
სატვირთო ავტომობილის მძღოლი
ნახვები 692
უნიკალური ნახვები 666