- სრული განაკვეთი
- 2000
+ ბონუსი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
სარეკლამო კომპანია "SN Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ჯგუფის უფროსი ხელოსნის თანამდებობაზე.
კომპანია 2012 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და დაკავებულია არასტანდარტული სარეკლამო კონსტრუქციების დამზადებით.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- სარეკლამო კონსტრუქციების აწყობა/მონტაჟი, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღება;
- პროექტების დაგეგმარება: ტექნიკური ინფორმაციის, პროცესების თანმიმდევრობის გაწერა;
- დაქვემდებარებულ პირებზე შესასრულებელი დავალებების გაცემა და კონტროლის მექანიზმების განსაზღვრა;
- პროექტების ეფექტურად შესრულების პირობების და ჩაბარების პერიოდების განსაზღვრა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა (ხელოსნები)-ს მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სარეკლამო კონსტრუქციების აწყობის გამოცდილება (მოცულობითი ასოები, ლაითბოქსები და სხვა);
- ტექნიკურ ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია საოფისე პროგრამის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მოქნილობა;
- ინოვატორული მიდგომები;
- ინიციატივის გამოხატვა.
კომპანია გთავაზობთ საინტერესო პროექტებზე მუშაობას, ჰყავს ახალგაზრდა ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი და მუდმივად ღიაა სიახლეებისთვის.
"SN Georgia"-ს მიერ შესრულებული პროექტები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://www.sngeorgia.ge
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი.
სამუშაო ადგილის მდებარეობა: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.14.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ტექნიკური ჯგუფის უფროსი ხელოსნის შემდეგ მისამართზე: info@smith.ge
ტელეფონი: +995 558 23 23 20