15 აპრ - 15 მაი
მონაწილეთა მომსახურების განყოფილების სპეციალისტი/ცხელი ხაზი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საპენსიო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მონაწილეთა მომსახურების განყოფილების სპეციალისტი (ცხელი ხაზი)


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ან/და ცხელ ხაზზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება განიხილება უპირატესობად;
  • Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


სხვა მოთხოვნები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.



ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს :

  • მონაწილეებისათვის დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებით, სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
  • სატელეფონო ზარების მიღება;
  • გამავალი ზარის განხორციელება და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • მონაწილეებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • სააგენტოში მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად, მონაწილეების მიერ დასმული კითხვების/საკითხების გადასაწყვეტად, ზარების შესაბამის პირებთან გადამისამართება.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფრმაცია (სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით, რომ საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია მათი მიღებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 51
უნიკალური ნახვები 50