12 აპრ - 12 მაი
ფილიალის გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები! დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია მადარტი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საბურთალოს ფილიალში!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფილიალის გაყიდვების სტიმულირების სტრატეგიის შედგენა და მართვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე სტრატეგიის შემუშავება;
  • მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
  • ფილიალში მიმდინარე გაყიდვების პროცესის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისთვის და რეპორტინგი;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად სიახლეების დანერგვაში მონაწილეობა;
  • ბაზრის მუდმივი ანალიზი, კონკურენტებისა და პროდუქტების კვლევა, სიახლეების ინიცირება და თანხმობის შემთხვევაში დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ფილიალების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული ახალი პროექტების ინიცირება;
  • გაყიდვების გუნდის ფორმირება და ეფექტური მართვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანაშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, მათი განვითარების გეგმის (სამუშაო სტანდარტები, დროის მართვა, მომსახურების სტანდარტები. ლიდერული უნარები) და სამოტივაციო გეგმის დასახვა;
  • თვის ჭრილში გაყიდვების ანალიზი და ანგარიშგების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
  • კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
  • წარმოებისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესებში აქტიური ჩართულობა;
  • სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად წარმართვა;

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
  • ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზანილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
  • ტესტირება Excel-ში;
  • გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესუსრესების მართვის მენეჯერთან;
  • გვაჩვენო შენი მენეჯერული და ლიდერული თვისებები

ჩვენ ვითხოვთ:
  • უმაღლეს განათლებას ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
  • მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
  • გუნდის ეფექტური მართვის უნარს;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი

ჩვენ ასევე გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitapass - ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • პარკირების შეუფერხებლობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება 1 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „მადარტმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა
პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 110
უნიკალური ნახვები 106