12 აპრ - 12 მაი
მონიტორინგის თანამშრომელი
ბათუმი, აღმაშენებლის უბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: მონიტორინგის თანამშრომელი.
მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ

ძირითადი მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტის ვიდეომონიტორინგი;
  • ჩართულ კამერებთან მუშაობა, ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
  • წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში;
  • უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება და დროული რეაგირების მოხდენა;
  • ყოველკვირეული რეპორტების წარმოება და წარდგენა, როგორც დარღვევებთან მიმართებაში ასევე გამოსწორებულ შედეგებზე;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი და შემჩნეული ფაქტების იდენტიფიცირება/რეპორტინგი თვეში ერთხელ;
  • დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად და ეფექტურად შესრულება;
  • შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერთან მუშაობის ძირითადი უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა;
  • წესრიგის დაცვა.

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: tursahr@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "მონიტორინგის თანამშრომელი"

კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
უშიშროება/დაცვა
ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ნახვები 140
უნიკალური ნახვები 129