შემდეგი
12 აპრ - 12 მაი
გაყიდვების კონსულტანტი
ქუთაისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
საათებისა და აქსესუარების კომპანია TI`ME 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.
TI’ME-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI'ME Georgia
კომპანიის შესახებ ინფორაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TI'ME
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
- პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- პროდუქციის მაღაზიაში გასაყიდად მომზადება;
- პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 2 დღე დასვენება
სამუშაო საათები: 1 ცვლა, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, 1 საათიანი შესვენების გათვალისწინებით
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1
მისამართი: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N2.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- პროფესიული განვითარება
- წლიური ნომინაციები
- ბრენდირებული საჩუქრები
- თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე
- ფიქსირებული/ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოსთვის ბონუსი (KPI)
- დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსი
- ფიტპასი
განაცხადის შემოტანის პროცედურა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/65?source=aWQ9NDM%3D და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV. კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ CV-ის გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 260
უნიკალური ნახვები 245