12 აპრ - 12 მაი
მოლარე
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • რუსული,ინგლისური
საათებისა და აქსესუარების კომპანია TI`ME 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.

TI’ME-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატს მოლარის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI'ME Georgia კომპანიის შესახებ ინფორაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TI'ME

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის, ბრენდის, სიახლეებისა და კომპანიაში არსებული სხვადასხვა აქციების შესახებ.
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • გადახდების წარმოება ქვითრით, საკრედიტო ბარათებით და ვაუჩერებით.
  • ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
  • სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა.
  • მაღაზიის ვიზუალური მხარის, სისუფთავისა და სარეკლამო ინვენტარის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება.
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე.
  • საოფისე პროგრამების (MS Excel და MS Word) კარგი ცოდნა.
  • სააღრიცხვო პროგრამა 1C -ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ -ჩვევები:
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 2 დღე დასვენება
სამუშაო საათები: 1 ცვლა, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, 1 საათიანი შესვენების გათვალისწინებით
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1
მისამართი: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N2.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • პროფესიული განვითარება
  • წლიური ნომინაციები
  • ბრენდირებული საჩუქრები
  • თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე
  • ფიქსირებული/ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოსთვის ბონუსი (KPI)
  • დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსი
  • ფიტპასი

განაცხადის შემოტანის პროცედურა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/64?source=aWQ9NDI%3D
და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.
კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ CV-ის გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
გაყიდვები
მოლარე
ნახვები 247
უნიკალური ნახვები 227