12 აპრ - 12 მაი
მაღაზიის მენეჯერი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
საათებისა და აქსესუარების კომპანია TI`ME 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.
TI’ME-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI'ME Georgia
კომპანიის შესახებ ინფორაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TI'ME

ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაყიდვების გეგმების შესრულების მუდმივი კონტროლი და ანალიზი
  • პროდუქციის ნაშთების მონიტორინგი და შეკვეთების დროული მომზადება
  • მარაგებისა და ფასების კონტროლი
  • ფილიალში პროდუქციის განლაგების მონიტორინგი მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით
  • მაღაზიის ვიზუალური მხარის, სისუფთავისა და სარეკლამო ინვენტარის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა
  • მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა
  • სალაროს ოპერაციების და მასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების მონიტორინგი
  • გუნდის ეფექტური მართვა, ფუნქციების სწორად გადანაწილება, თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა და კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა
  • გაყიდვების, მომსახურების სტანდარტების და დისციპლინური ნორმების დაცვის კონტროლი შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • საცალო გაყიდვების სფეროში მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:
  • ლიდერობა დ გუნდის მოტივაცია
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაცია

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 2 დღე დასვენება
სამუშაო საათები: 1 ცვლა, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, 1 საათიანი შესვენების გათვალისწინებით
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1
მისამართი: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N2.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • პროფესიული განვითარება
  • წლიური ნომინაციები
  • ბრენდირებული საჩუქრები
  • თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე
  • ფიქსირებული/ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოსთვის ბონუსი (KPI)
  • დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსი
  • ფიტპასი

განაცხადის შემოტანის პროცედურა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/60?source=aWQ9NDA%3D
და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.
კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


თქვენს მიერ CV-ის გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 282
უნიკალური ნახვები 272