11 აპრ - 11 მაი
სტანდარტი
თბილისის სერვის ცენტრის მონიტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1320
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: თბილისის სერვის ცენტრის მონიტორი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
კატეგორია: მონიტორინგი
თანამდებობრივი სარგო: 1320 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მონიტორინგის კვარტალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება დასაქმების პროგრამების და სერვისების მიმართულებით, ლოკაციებსა და გასვლების ოდენობის, თარიღების განსაზღვრა შესაბამის ხელმძღვანელ და პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით.
  • მონიტორინგის გეგმის საფუძველზე დასაქმების პროგრამებისა და სერვისების განხორციელების/მიმდინარეობის მონიტორინგი როგორც სატელეფონო, ასევე ადგილზე ვიზიტის სახით.
  • შერჩევითი ვიზიტების განსაზღვრა იმგვარად, რომ შეასრულოს კვარტალური გეგმა.
  • მონიტორინგის ჩატარების შემდგომ აწარმოოს დადგენილი ფორმის შესაბამისად მონიტორინგის ოქმი;
  • უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.

პასუხისმგებლობები:
  • კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა კომპლექსური გადაწყვეტილების განხილვებში მონაწილეობა, შუალედური გადაწყვეტილებების მიღება;
  • სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
  • პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე.
  • პასუხისმგებელია დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის წინაშე.

მოთხოვნები:
  • მინიმალური განათლება - ბაკალავრი
  • სამუშაო გამოცდილება - 1 წელი

საკონკურსო თემატიკა:
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
  • საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ.
  • „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება.

დამატებითი მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება, სტატისტიკის ან ეკონომიკის, იურიდიულის, ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სასურველია გამოცდილება მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების კუთხით ან პროცესების მონიტორინგის მიმართულებით;
  • მინიმუმ ერთი რეკომენდატორი და მისი საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

უშიშროება/დაცვა
ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ნახვები 427
უნიკალური ნახვები 415