11 აპრ - 11 მაი
ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • FitPass ბარათს;
  • უფასო კვებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ონლაინ რეჟიმში ჩართულ კამერებთან მუშაობა;
  • თანამშრომლების მიერ შინაგანაწესისა და უსაფრთხოების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
  • დაზიანებული/დაკარგული პროდუქციის მოძიება და ჩანაწერების გამზადება;
  • თანამშრომლების მიერ დარღვეული შინაგანაწესის შემთხვევაში რეპორტის მომზადება;
  • ქურდობის ფაქტების აღმოფხვრა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება;
  • Ivms, Smart PSS, Dahua პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლიანი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი);
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/fnzF9 ;
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/;
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/
გისურვებთ წარმატებებს!
უშიშროება/დაცვა
ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ნახვები 159
უნიკალური ნახვები 146