11 აპრ - 11 მაი
ქოლცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass ბარათს;
  • უფასო კვებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა, მოთხოვნილი სერვისის/მომსახურების მიხედვით მათი დაკვალიანება;
  • მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქციის მარაგების გადამოწმება, პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების, მოხმარების წესების, საგარანტიო პირობებისა და სხვა სპეციფიური საკითხების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • ონლაინ შეკვეთების ჩანიშვნა და შესაბამისი განყოფილებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • გამოტოვებული შეტყობინებების მონიტორინგი, საჭიროების შესაბამისად მომხმარებლებთან უკუკავშირის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • რომელიმე უცხო ენის ცოდნა სასურველია;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/rQRST

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 119
უნიკალური ნახვები 117