08 აპრ - 08 მაი
მზარეულის დამხმარე
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სასტუმრო შერატონ ბათუმში გახსნილია ვაკანსია მზარეულის დამხმარის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
  • პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად);

მოვალეობები:
  • სამზარეულოს სივრცის მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
  • სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და მზად ყოფნა სტუმრის მისაღებად;
  • თანამშრომლებისთვის კვების მომზადება და სამუშაო სივრცის დასუფთავება;
  • სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
  • მეორე დღის მარაგისა და მიზანპლასის მომზადება, მოწესრიგება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
  • უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
  • ენერგიულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ia.bedinadze@sheraton.com
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეულის თანაშემწე
ნახვები 84
უნიკალური ნახვები 83