05 აპრ - 05 მაი
ღონისძიების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
FMG (Food Management Group) ქეითერინგ კომპანია აცხადებს ვაკანსიას ღონისძიების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით გურამიშვილი გამზირი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას;
  • კვებას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირებას;
  • მეგობრულ და პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსული ღონისძიების დაგეგმვა და უშუალოდ განხორციელება;
  • ღონისძიებებისთვის სხვადასხვა კონცეფციების შექმნა;
  • ღონისძიების პერსონალის და დაკავშირებული რგოლების მართვა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
  • ღონისძიებების ლოგისტიკის მართვა;
  • უწყვეტი კომუნიკაცია დამკვეთთან.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია გამოცდილება ღონისძიებების მიმართულებით;
  • უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სერვისის მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • ძლიერი ორგანიზაციული, დაგეგმვისა და პროექტების მართვის უნარები
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@FMGROUP.GE გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ტურიზმი/გართობის სექტორი
ღონისძიებების მენეჯერი
ნახვები 108
უნიკალური ნახვები 106
მსგავსი განცხადებები