05 აპრ - 05 მაი
არქიტექტორი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი:

საპროექტო-სამშენებლო კომპანია „ნიუ ქორნერ“ დაარსდა 2007 წელს და 16 წლის განმავლობაში ვქმნით არქიტექტურულ პროექტებს და ვაშენებთ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობებს.


https://ncorner.ge/

ნიუ ქორნერში ვეძებთ არქიტექტორებს და გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ადამ მიცკევიჩის 27ბ

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი, (1 საათი შესვენება)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
  • მუშა ნახაზების შედგენა;
  • არქიტექტურული პროექტის მომზადება მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით;
  • არქიტექტურული პროექტის ატვირთვა შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება;
  • 3D რენდერი და საჭიროების შემთხვევაში ვიზუალების კორექცია;
  • ინტერიერის დიზაინის პროექტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით, მისაღებია მაგისტრატურის სტუდენტები და ასევე ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ვინც შეძლებს სწავლა შეუთავსოს მოცემულ სამუშაო საათებს;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
  • გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (ArchiCAD, Lumion, სასურველია Adobe Photoshop, AutoCAD, 3D Max, Revit).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრეატიული აზროვნება.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
  • ერთი თვე გამოსაცდელი პერიოდი, ანაზღაურების გარეშე. გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში მოხდება ურთიერთგაცნობა და დაკვირვება კანდიდატის პროფესიულ და პიროვნულ უნარებზე, რის შემდეგაც განისაზღვრება ანაზღაურება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო, შემდეგ მისამართზე: info@ncorner.ge

თქვენ მიერ, რეზიუმეს და პორტფოლიოს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ნიუ ქორნერ"-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით. ამ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი
ნახვები 355
უნიკალური ნახვები 320