03 აპრ - დღეს
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham" - აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი - თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ. სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)
სამუშაო გრაფიკი - სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებული;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელური;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ადამიანური რესურსების ზოგადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და მართვა;
  • თანამშრომლების შერჩევის პროცესის მართვა;
  • ხელშეკრულებების გაფორმება, განახლება და შესაბამის ბრძანებებთან/დოკუმენტებთან მუშაობა;
  • სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობა;
  • ყოველთვიურად ხელფასებისა და ბონუსების დათვლა, შესაბამისი დეპარტამენტებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • ყოველთვიური რეპორტების წარმოება ხელფასებთან და ბონუსებთან დაკავშირებით;
  • თანამშრომელთა მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის პარტნიორებთან (უნივერსიტეტები, კოლეჯები, ტრენინგ-ცენტრები) ურთიერთობა;
  • თანამშრომელთა შვებულების მონიტორინგი;
  • კომპანიის შინაგანაწესისა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში პერიოდული განახლება;
  • ახლად აყვანილი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • ორგანიზაციაში ჯანსაღი და გუნდური გარემოს უზრუნველყოფა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი".

"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://cityhotels.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 548
უნიკალური ნახვები 526
მსგავსი განცხადებები
თბილისი
კომპანია