18 აპრ - 03 მაი
სტარტი
HR ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით. 09:00 -17:00 სთ, ან 10:00 -18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • თანამშრომელთა ელექტრონული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და პირადი საქმეების მართვა;
  • თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების და ბრძანებების მომზადება;
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის, ბრძანებების და სხვა რეესტრების წარმოება;
  • მიღებული კორესპონდენციის მართვა/გადამისამართება (პასუხის დროულად უზრუნველყოფა);
  • პერსონალის სამუშაო დროის ყოველთვიური ტაბელის წარმოება;
  • საკადრო საკითხებთან დაკავშირებული პროცედურების და ინსტრუქციების მომზადება/დანერგვაში ჩართულობა;
  • ცნობების გაცემა, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • თანამშრომლების დაზღვევის პროცესის წარმართვა;
  • რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • HR ადმინისტრირების მიმართულებით მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილების ქონა;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook) ცოდნა;
  • სასურველია, Self HR - ში მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@guli.ge 2024 წლის 3 მაისამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი
ნახვები 991
უნიკალური ნახვები 939