02 აპრ - 02 მაი
სტანდარტი
მიმტანი/ბარმენი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 1200
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599377622
"9 მთა" პირველი კრაფტ ლუდის სივრცეა თბილისსა და ბათუმში. ლუდის ნაირსახეობების გარდა, ბარში სტუმრებს მავალფეროვან კერძებსაც ვთავაზობთ. ქართული კრაფტ ლუდი "9 მთა"-ს უნიკალურობა, მის ხელით შექმნაში მდგომარეობს. "9 მთა" სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ნორვეგიაში შეიქმნა. ბრენდის მიზანია, ქართული ლუდის სამყაროს დახვეწა, გამრავალფეროვნება და საქართველოში კრაფტ ლუდის კულტურის ჩამოყალიბება.

ბარი 9 მთა აცხადებს ვაკანსიას თბილისში მიმტანის და ბარმენის პოზიციაზე

მიმტანი
ანაზღაურება თვეში: 900 ლარი
გრაფიკი 5 დღე 9 საათიანი, 2 დღე დასვენება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • რესტორნის მომხმარებლებისათვის მომსახურების გაწევა;
  • მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა და მათი აღწერა დაინტერესებული სტუმრებისთვის;
  • მიმტანის სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მიმტანის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.

ბარმენი
ანაზღაურება თვეში: 1200 ლარი
გრაფიკი 2/2-ზე. თვეში 15 დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • ალკოჰოლური სასმლის დამზადება სტანდარტის შესაბამისად
  • ალკოჰოლური და უალკოჰოლო კოქტეილების მომზადება
  • სტუმრებითან კომუნიკაცია და პროდუქციის შერჩევაში დდახმარების გაწევა
  • მომხმარებლების ფიდბექების გაზიარება
საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • კვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ,მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: mshvildadzemariam@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე +995 599377622
ვაკანსიის ვადა 1 აპრილი - 1 მაისი
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბარმენი,
მიმტანი
ნახვები 206
უნიკალური ნახვები 172