შემდეგი
დღეს - 17 დეკ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,რუსული
პრემიუმ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. #132
ვებგვერდი: https://www.pmotors.ge/
კომპანიის შესახებ:
პრემიუმ მოტორსი 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ავტოსერვისის ბაზარზე და ახორციელებს ავტომობილების შეკეთებას და აღდგენას.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ვახორციელებთ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზიანის ექსპერტიზას, ნარჩენი ღირებულების დადგენას და აღდგენითი სამუშაოების სრულ კალკულაციას.
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი ექსპერტ-შემფასებლებისა და მაღალკვალიფიციური ხელოსნებისგან, რომელთა ნაწილს 9 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან ALDAGI, GPI Holding, Unison.
სამუშაო აღწერა:
- ავტომობილების შეკეთებისა და აღდგენისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალების შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება
- ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ახალი მომწოდებლების მოძიება, პირობების შედარება და საუკეთესო შემოთავაზების შერჩევა
- სასაწყობე ნაშთების კონტროლი და შეკვეთების დროული განთავსება
- მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია ფასებზე, მიწოდების ვადებსა და პირობებზე
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით სავალდებულოა
- ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- MS Office პროგრამების (Excel, Word) ცოდნა
- მართვის მოწმობა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00
- ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
- სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: career@pp.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: შესყიდვების მენეჯერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები