დღეს - 16 დეკ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
„ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.
შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.
მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა.
„ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.elementholding.ge
„ელემენტ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უნარ-ჩვევები:
სამუშაო პირობები:
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!

- ჰოლდინგის მასშტაბით ფინანსური ანგარიშგებების (P&L, Balance Sheet, Cash Flow და სხვა) ანალიზი, ფინანსური მაჩვენებლებისა და ლიკვიდურობის მონიტორინგი;
- ჰოლდინგის მასშტაბით ფინანსური მაჩვენებლების (შემოსავლები, ხარჯები, მომგებიანობა, მარჟები, ფულადი ნაკადები და ფინანსური კოეფიციენტები) ანალიზი, მათი ცვლილებების ტენდენციების შესწავლა და პოტენციური ფინანსური რისკების გამოვლე
- ჰოლდინგში შემავალი შვილობილი კომპანიების ფინანსური ინფორმაციის ანალიზი, კონსოლიდირებული ფინანსური სურათის მომზადება და ჰოლდინგის საერთო ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
- ჰოლდინგის წლიური და პერიოდული ბიუჯეტების მომზადების პროცესში მონაწილეობა, ფინანსური გეგმებისა და პროგნოზების შემუშავება;
- ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, დაგეგმილი და ფაქტობრივი ფინანსური მაჩვენებლების შედარება, გადახრების მიზეზების გამოვლენა და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
- ფინანსური მონაცემებისა და ანგარიშგებების სიზუსტის მონიტორინგი, დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობა;
- ახალი პროექტების, საინვესტიციო პროექტებისა და ბიზნესინიციატივების ფინანსური შეფასება, მათი მოსალოდნელი მომგებიანობისა და შესაძლო ფინანსური რისკების ანალიზი;
- სამშენებლო პროექტებისა და ბიზნესმიმართულებების ფინანსური შედეგების ანალიზი და მათი მომგებიანობის შეფასება;
- ფინანსური მოდელების შემუშავება და განახლება ფინანსური პროგნოზებისა და სხვადასხვა ბიზნესსცენარის შეფასების მიზნით;
- ფინანსური მონაცემების საფუძველზე მენეჯმენტისთვის პერიოდული ფინანსური ანგარიშების, ანალიტიკური დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ანალიტიკური პრეზენტაციების შემუშავება;
- ფინანსური დირექტორისთვის სტრატეგიული და ოპერაციული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ფინანსური ანალიზისა და დასკვნების მომზადება;
- ჰოლდინგის ფინანსურ, გენერალურ და კომერციულ დირექტორებთან აქტიური კომუნიკაცია ფინანსური ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის მიზნით;
- ჰოლდინგის ფინანსური დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა ფინანსური და ანალიტიკური დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ფინანსურ ანალიტიკაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგების ანალიზის, ბიუჯეტირების და ფინანსური პროგნოზირების ცოდნა;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური მოდელირებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- მონაცემების დამუშავებისა და ინტერპრეტაციის უნარი;
- პრეზენტაციისა და მენეჯმენტთან კომუნიკაციის უნარი.
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) საბაზისო ცოდნა;
- კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისა და ანალიზის პრინციპების ცოდნა;
- ფინანსური მოდელირების, საინვესტიციო პროექტების შეფასებისა და მომგებიანობის გამოთვლის მეთოდების ცოდნა;
- Power BI-ის ან სხვა მონაცემთა ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1/B2 დონეზე.
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- მონაცემების დამუშავებისა და ინტერპრეტაციის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ინფორმაციის სტრუქტურირებულად წარდგენისა და არგუმენტირებული დასკვნების მომზადების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები