შემდეგი
დღეს - 20 ნოე
სტანდარტი
საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი / I კატეგორია
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@tsu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი, შესყიდვების ანალიტიკა, შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1330
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი, შესყიდვების ანალიტიკა, შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
- ენები: ქართული
გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) შესარჩევად.
პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
აპლიკანტს მოეთხოვება იცოდეს:
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 13 ნოემბრიდან 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს “საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.
პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი).
- მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში 1 წლიანი გამოცდილება.
- მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.
აპლიკანტს მოეთხოვება იცოდეს:
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595–1599 მუხლები; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951მუხლი;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება
- „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება
- „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება
- „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება
- „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება
- „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება
- „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება
- „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- პროფესიონალიზმი;
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დასაბუთების უნარი;
- ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
- დაფინანსების წყაროების მიხედვით, სტრუქტურული ერთეულების, საგრანტო პროექტების, სამეცნიერო კველევითი ინსტიტუტების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა.
- შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკების შემუშავებაში პროფილურ დეპარტამენტებთან ერთად, კონსულტირება და ინფორმაციის შეგროვება;
- შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის საშუალების შერჩევა. ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკაციების სისრულის და ლოგიკურობის გადამოწმება. ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების ორგანიზება. სატენდერო დოკუმენტაციების შედგენა, ერთობლივი მუშაობა პროფილურ, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან;
- სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შეფასების წესებისა და კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. პრეტენდენტების შერჩევა–შეფასების პროცესის წარმართვა, გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა, შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადება. სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკებების წარმოება მიმწოდებლებთან. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიასთან;
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა. საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებაში ცვლილების ორგანიზება, განხორციელება და შენახვა. თითოეულ მიმდინარე ხელშეკრულების ინსპექტირებაზე გასაგზავნი დოკუმენტაციის მომზადება, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება და საფინანსო დეპარტამენტში გაგზავნა;
- შესყიდვების წესებთან დაკავშირებით სხვა დეპარტამენტების კონსულტირება; გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ფინანსური ვალდებულებების დადგენა;
- გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
- სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო კომისიებთან თანამშრომლობა აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში. ხელშეკრულებების პირობებთან, დავებთან და ჩივილებთან დაკავშირებული კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩართულობა მოლაპარაკებებში როგორც საკონტაქტო პირის;
- საჭიროების შემთხვევაში საქმიანი მიმოწერა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
- სამინისტროსთან, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს’’-თან;
- საჯარო ინფორმაციის გადაცემის მიზნით კვარტალური ანგარიშების მომზადება/ფინანსური ხარჯის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამისი უწყებისთვის გაგზავნა;
- მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ტიპის შესყიდვების განხორციელება დაფინანსების ყველა წყაროდან.
საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
- პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
- კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 13 ნოემბრიდან 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს “საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი,
შესყიდვების ანალიტიკა,
შესყიდვა-გადახდის პროცესის ოპტიმიზაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები