დღეს - 26 ნოე
სტარტი
კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@archihospitality.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სურსათისა და სასმელების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
Archi Hospitality განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს თბილისში.
გუნდში ვეძებთ კვებისა და სასმელების სუპერვაიზერს, რომელიც ჩაერთვება როგორც თბილისის ახალი პროექტის - ისე ბაკურიანის სასტუმროს დიალოგი კოხტას კვებისა და სასმელების მიმართულების ყოველდღიურ საქმიანობაში.
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
- გაუწევ ზედამხედველობას კვებისა და სასმელების მიმართულების ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებს;
- უზრუნველყოფ მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დაცვას;
- გაუწევ კოორდინაციას თანამშრომელთა გუნდს და გააკონტროლებ სამუშაო მოვალეობების შესრულებას;
- გააკონტროლებ სამუშაო სივრცის მოწესრიგებას, ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვას;
- გააკონტროლებ მარაგებს, შეკვეთებსა და შესაბამისი პროცედურების შესრულებას;
- მონაწილეობას მიიღებ ახალი თანამშრომლების სწავლებასა და მომსახურების სტანდარტების დანერგვაში;
- ითანამშრომლებ მენეჯმენტთან საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებისა და გუნდის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გაქვს კვებისა და სასმელების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის სუპერვაიზერის ან ცვლის უფროსის პოზიციაზე;
- გაქვს გუნდის კოორდინაციისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების გამოცდილება;
- კარგად იცნობ მომსახურების სტანდარტებსა და სტუმართან კომუნიკაციის პრინციპებს;
- შეგიძლია ეფექტურად მუშაობა დინამიკურ გარემოში;
- ფლობ ინგლისურ ენას
- მზად ხარ სეზონურად ბაკურიანში სამუშაოდ
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ ჰოსფითალითი კომპანიაში;
- საერთაშორისო პროექტში მუშაობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ბაკურიანში მუშაობის პერიოდში საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფას;
- ორ განსხვავებულ პროექტში სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 26 ნოემბერი, 2026.
გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სურსათისა და სასმელების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
