დღეს - 11 დეკ

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 0-დან 1 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.

თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.

სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დღის ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, ცვლადი გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:
  • შემომავალი ზარების მიღება, დაზღვეულებისა და პარტნიორი პროვაიდერების კონსულტაცია და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
  • საჭიროებისამების შემთხვევაში დაზღვეულებისთვის სადაზღვევო პირობების, სერვისებისა და დაფარვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • საინფორმაციო სისტემაში მონაცემების სწორად, სრულყოფილად და დროულად ასახვა;
  • დაზღვეულთა მოთხოვნების, შემთხვევებისა და არასამედიცინო შეტყობინებების მიღება, დამუშავება და შესაბამის სისტემაში სწორად დაფიქსირება;
  • დაზღვეულთა იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
  • გადაუდებელი შემთხვევების კოორდინაცია და შესაბამის დეპარტამენტებთან დროული კომუნიკაცია;
  • დღის განმავლობაში შემოსული შემთხვევების რეგისტრაცია და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება;
  • ზარებზე დროული პასუხის უზრუნველყოფა და მომსახურების შიდა სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მინ. 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის, მომსახურების ან ადმინისტრაციული პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური (სასურველია) ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

წარმატებებს გისურვებთ!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები