ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება, ადმინისტრირება, ოფისის მენეჯმენტი, საოპერაციო პროცესების მართვა, დარბაზის მენეჯმენტი, საოპერაციო მენეჯმენტი, პროექტების მართვა, სერვისის მენეჯმენტი, პროექტების მენეჯმენტი, მარაგების მართვა/აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები
მარკეტინგი და რეკლამა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
- ანაზღაურება: ფიქსირებული 700(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი,საშუალო რგოლი,უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
გაქვს ორგანიზების ნიჭი, გიყვარს ესთეტიკა, დეტალები და გინდა იყო პოდკასტ-სტუდიის მყუდრო აურისა და გულისცემის ნაწილი?
თუ შენთვის ოფისი არ არის უბრალოდ ოთახი კომპიუტერებით, არამედ სივრცე, სადაც საინტერესო ადამიანები იკრიბებიან და პროექტები იბადება - ეს შეთავაზება შენთვისაა. ჩვენ ვეძებთ ცნობისმოყვარე, ენერგიულ და დისციპლინირებულ ადამიანს, ვისთვისაც ეს საქმე არა მხოლოდ სამსახური, არამედ ინტერესის სფერო და თავგადასავალი იქნება.
რას გააკეთებ შენს ყოველდღიურობაში:
სამუშაო გარემო და აურა: შეინარჩუნებ ოფისში წესრიგს, სისუფთავესა და იმ მყუდრო, კომფორტულ აურას, სადაც მუშაობა სიამოვნებაა.
მარაგები და კომფორტი: გააკონტროლებ საკანცელარიო ნივთების, ჰიგიენისა და სამზარეულოს მარაგებს (ყავა, ჩაი, წყალი, სასუსნაოები), რომ სტუდია ყოველთვის მზად იყოს სტუმრების მისაღებად.
კომუნიკაცია და სტუმრები: დახვდები ჩვენს სტუმრებსა და პოდკასტის მონაწილეებს თბილი ღიმილით, ყავით და კომფორტული გარემოთი.
რას ვეძებთ კანდიდატში:
მაღალი კომუნიკაბელურობა და პოზიტიური ენერგია (ღიმილი შენი სავიზიტო ბარათია).
სრულყოფილი დისციპლინა, მოწესრიგებულობა და დროის მართვის უნარი.
გამოკვეთილი ესთეტიური ხედვა და ინტერესი იმის მიმართ, რასაც აკეთებ.