დღეს - 09 დეკ
სტანდარტი
ტენდერი - ჯიხურების დამზადება და მონტაჟი
რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: tenders@caucasusauto.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
კომპანია „კაუკასუს აუტო“ აცხადებს ტენდერს ჯიხურების დამზადება / მონტაჟთან დაკავშირებით.
ტენდერის მიზანია ქ. რუსთავში, თბილისი–რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ მდებარე ავტომარკეტის ტერიტორიაზე არსებული ჯიხურების განახლება და პროექტით გათვალისწინებული ახალი ჯიხურების დამზადება.
საპროექტო ტერიტორია: ქ. რუსთავი, თბილისი–რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული „კაუკასუს აუტოს“ ავტომარკეტის ტერიტორია.
ტენდერის მიზანია ქ. რუსთავში, თბილისი–რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ მდებარე ავტომარკეტის ტერიტორიაზე არსებული ჯიხურების განახლება და პროექტით გათვალისწინებული ახალი ჯიხურების დამზადება.
საპროექტო ტერიტორია: ქ. რუსთავი, თბილისი–რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული „კაუკასუს აუტოს“ ავტომარკეტის ტერიტორია.
- თანდართული დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტისა და სატენდერო განაცხადის დეტალიზაციის) შესაბამისად, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:
- კომპანიის შესახებ ინფორმაცია და საჯარო რეესტრის ამონაწერი
- ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ
- ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი ფოტომასალა და დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი
- სამუშაოების ღირებულების დეტალური კალკულაცია
- სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა
- საგარანტიო პირობები - არანაკლებ 5 წლის ვადით
- სამუშაოების ორგანიზებისა და შესრულების გეგმა
- საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიული ტექნიკური შეთავაზება.
მიმაგრებულ დოკუმენტებში გიზიარებთ სატენდერო დოკუმენტაციას და ასევე პროექტს, რომელშიც წარმოდგენილია ჯიხურების ვიზუალიზაციები.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია და სატენდერო შეთავაზება უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tenders@caucasusauto.com.
სატენდერო შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტაციას და დაინტერესების შემთხვევაში, წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო შეთავაზება ზემოთ მითითებული პირობების შესაბამისად.
სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადაა 20 სამუშაო დღე, სატენდერო განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები
უნიკალური ნახვები
