დღეს - 09 დეკ
სტანდარტი
მდგრადობისა და ESG მენეჯერი
თბილისი, ორთაჭალა
საერთაშორისო კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: არასამთავრობო (NGO) მდგრადი განვითარება
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 5000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    არასამთავრობო (NGO) მდგრადი განვითარება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური,ქართული
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მდგრადობისა და ESG მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30;
ანაზღაურება: 5000 Net.
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დამტკიცებული მდგრადობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია კომპანიის ძირითად გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) მიმართულებებში;
  • სტრატეგიული პრიორიტეტების ასახვა წლიურ და მრავალწლიან სამოქმედო გეგმებში;
  • დამტკიცებული აქტივობების შესრულების კონტროლი შესაბამის დეპარტამენტებსა და ბიზნეს ერთეულებში
  • სამოქმედო გეგმის განხორციელების ხარვეზების, ხელისშემშლელი ფაქტორების და დამატებითი რესურსების საჭიროების დროული გამოვლენა;
  • პერიოდული საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება, შეთანხმებული ინიციატივებისა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებების აღრიცხვა-მონიტორინგი;
  • ESG და მდგრადი განვითარების საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობა გარემოსდაცვის, შრომის უსაფრთხოების, შესყიდვების, ადამიანური რესურსებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის დეპარტამენტებთან;
  • ESG ინდიკატორთა სისტემის (KPI) მართვა და შესრულების მონიტორინგი დამტკიცებული მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
  • ESG მონაცემების შეგროვება, მონაცემთა უზუსტობების გამოვლენა და მათ გასწორება/დაზუსტებაზე კოორდინაცია;
  • მდგრადი განვითარების წლიური ანგარიშგების (Sustainability Reporting) პროცესის კოორდინაცია;
  • მდგრადობასთან დაკავშირებული პოლიტიკების, შიდა სტანდარტებისა და მართვის სისტემების შემუშავების, გადახედვისა და ეტაპობრივი დანერგვის ხელშეწყობა;
  • შიდა და გარე რეგულაციებთან შესაბამისობის (Compliance) მონიტორინგი;
  • დაინტერესებულ მხარეებთან (თანამშრომლები, მომხმარებლები, მომწოდებლები, მარეგულირებლები და ა.შ.) კონსულტაციებისა და დიალოგის პროცესის მხარდაჭერა;
  • მენეჯმენტისა და უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშებისა და ანალიტიკური მასალების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მდგრადობის, ESG-ის, გარემოსდაცვითი ან სოციალური მაჩვენებლების, კორპორაციული სტრატეგიის, ანგარიშგების, რისკების, შესაბამისობის, მართვის სისტემების ან მონათესავე საკონსულტაციო საქმიანობის სფეროში;
  • სასურველია - ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის, კომუნალური, ინფრასტრუქტურის ან საცალო ვაჭრობის სექტორებში გამოცდილება.
  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის ან მონათესავე დარგში;
  • ინგლისური ენის ცოდნა - C1/C2 დონეზე;
  • სასურველია სერტიფიკატები გარემოს დაცვის, HSE მიმართულებით;
  • კლიმატის, სათბური გაზების ემისიების, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, პერსონალის, შესყიდვების, მომხმარებელთა და თემთან დაკავშირებული ESG თემების ზოგადი გაგება;

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ძლიერი საკოორდინაციო და პროექტების მართვის უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და ყურადღება მონაცემთა ხარისხისა და დამადასტურებელი მტკიცებულებებისადმი;
  • გონივრული განსჯა პრიორიტეტების, განხორციელებადობისა და ორგანიზაციული მზაობის საკითხებში;
  • მკაფიო პროფესიული წერის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com სათაურის ველში მიუთითოთ „მდგრადობის და ESG მენეჯერი“.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
არასამთავრობო (NGO)
მდგრადი განვითარება
ნახვები
უნიკალური ნახვები