დღეს - 10 დეკ
სტანდარტი
ცხელი კერძების მზარეული
ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი, მ. აბაშიძის გამზირი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995568000413

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება ცხელი კერძები, კულინარია
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): პროფესიული კოლეჯი, საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
ჩვენ შესახებ:
მარე ბათუმში მდებარე კვების ობიექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რესტორანს, საცხობს, ღვინის მაღაზიას, ორგანული სურსათის მაღაზიასა და მწვანე აფთიაქს.

პროდუქტებს ხარისხის, წარმომავლობისა და სეზონურობის მიხედვით ვარჩევთ და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და მწარმოებლებთან. ჩვენი მიზანია, კარგი საკვები ყოველდღიური და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც ადგილობრივი ფერმერების პროდუქტით მოამზადებს ჩვენს ყოველდღიურ ცხელ კერძებს.

პოზიციის მიზანი:
ცხელი კერძების მომზადება და დროული გაცემა მენიუს სტანდარტის მიხედვით. გამოცდილება სასურველია, მაგრამ სავალდებულო არ არის.

მოთხოვნები:
  • სამზარეულოში მუშაობის სურვილი და სწავლის მზაობა
  • სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი
  • სისუფთავე და ორგანიზებულობა
  • გუნდში მუშაობის უნარი

უპირატესობა მიენიჭება:
  • ცხელი კერძების მომზადების გამოცდილებას
  • კულინარიულ განათლებას

რას გთავაზობთ:
  • კვება სამუშაო დროს
  • სამუშაო ფორმა
  • სწავლება შეფ-მზარეულთან
  • სტაბილური ანაზღაურება

განაცხადი: CV გამოგზავნეთ marebatumi@gmail.com -ზე, სათაურით: "ცხელი კერძების მზარეული - სახელი, გვარი".
გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

მარე უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს. პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შერჩევის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ცხელი კერძები,
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები