დღეს - 08 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - მოდელების რისკების მართვის მენეჯერი / მონაცემთა მეცნიერი
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ვეძებთ გამოცდილ მონაცემთა მეცნიერს, რომელიც შემოგვიერთდება მოდელების რისკების მართვის გუნდში. შენი მთავარი ამოცანა იქნება სტატისტიკური, მანქანური სწავლების და GenAI მოდელების ვალიდაცია, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბანკის გადაწყვეტილებების სიზუსტესა და სანდოობაში.
შენი ძირითადი ამოცანები:
- მოდელების რისკის დონის შეფასება არსებული პოლიტიკისა და სტანდარტების მიხედვით.
- ახალი და არსებული მოდელების ვალიდაცია.
- ვალიდაციის შედეგების დეტალური რეპორტების მომზადება.
- მოდელების რეგისტრაციისა და მართვის პროცესის უზრუნველყოფა.
კვალიფიკაცია
რას ველით შენგან:
აუცილებელი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი კომპიუტერულ მეცნიერებებში, სტატისტიკაში, მათემატიკაში ან სხვა ტექნიკურ მიმართულებაში.
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სტატისტიკური და მანქანური სწავლების მოდელების განვითარებაში.
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება Python-ში მუშაობის.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
- ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
- გუნდური მუშაობის კულტურა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
სასურველი უნარები და ცოდნა:
- Jira და/ან Confluence-სთან მუშაობის გამოცდილება.
- საბანკო ბიზნეს პროცესების საფუძვლიანი ცოდნა.
- MLflow-ის ცოდნა.
- Git/GitHub-თან მუშაობის გამოცდილება.
- SQL-ის ცოდნა.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CKS72
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

