დღეს - 09 დეკ
სტანდარტი
არქიტექტორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო არქიტექტურა
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამშენებლო არქიტექტურა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
  • ტექნიკური უნარები: ArchiCAD
კომპანია ტომსონი&ფრენჩი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: არქიტექტორი.

დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება


სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი


სამუშაოს აღწერა

როლი მოიცავს როგორც ახალი ობიექტების კონცეფციის შემუშავებას კონტრაქტორებთან ერთად , ასევე არსებული სივრცეების განახლებასა და რეკონსტრუქციას. პოზიცია უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიან, ეფექტურ და დროულ განხორციელებას ყველა ჩართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

არქიტექტურული დაგეგმვა და პროექტირება
  • არსებული ობიექტების სარეკონსტრუქციო და სარემონტო პროექტების მომზადება ან კორექტირება.
  • ავეჯის განლაგების, ინტერიერის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, დიზაინის ელემენტების და სხვა ვიზუალური კომპონენტების პროექტების შემუშავება;

პროექტების მართვა და კოორდინაცია
  • პროექტების შეთანხმება ბიზნეს მიმართულებებთან, ხელმძღვანელებთან.
  • გარე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და შეფასება;
  • სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • პროექტების ვადების, ხარისხისა და შეთანხმებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკების, შეფერხებებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.

ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა
  • ავეჯის და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების ხარისხის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურება.

რეგულაციები და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
  • სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  • შეთანხმებებისა და ნებართვების პროცესის კოორდინაცია;
  • საჭირო მასალებისა და ინვენტარის დაგეგმვასა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.

პროცესების განვითარება
  • ხარჯების ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შეთავაზება;
  • თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინის ტენდენციების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის დაგეგმარების ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • არქიტექტურული პროგრამები: აუცილებელია Archi CAD-ის კარგად ცოდნა (კარგი იქნება 3D ვიზუალისაციისათვის სხვა პროგრემების ცოდნაც)
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
  • ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
  • პროექტების კოორდინაციისა და მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • Ქართული და რუსული ენის კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად:
  • ინიციატივიანობა და მუდმივი განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com
წერილის სათაურში მიუთითეთ: „არქიტექტორი – სახელი, გვარი“
სამშენებლო
არქიტექტურა
ნახვები
უნიკალური ნახვები