დღეს - 09 დეკ
სტანდარტი
სამშენებლო ინჟინერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა ინჟინერია სამშენებლო ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა
    ინჟინერია სამშენებლო ინჟინერია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
ტომსონი&ფრენჩი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე სამშენებლო ინჟინერი



დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება
ადგილმდებარეობა: თბილისი
 

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი


ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და კვალიფიციურ სამშენებლო ინჟინერს, რომელიც უხელმძღვანელებს სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს, უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისად შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს შესაბამის ტექნიკურ და საანგარიშო დოკუმენტაციას.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების სრული ხელმძღვანელობა და ორგანიზება;
  • პროექტების, სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა და მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება;
  • სამუშაოების დაგეგმვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და შესრულების ვადების კონტროლი;
  • მუშების, ტექნიკისა და საჭირო სამშენებლო რესურსების ეფექტიანად განაწილება;
  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ტექნოლოგიური პროცესებისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
  • საჭიროების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვების შედგენა, გაანგარიშება და კორექტირება;
  • ფორმა №2-ისა და შესრულებული სამუშაოების სხვა საანგარიშო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავება, შესაბამისი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის მომზადება სხვა სპეციალისტებთან ერთად;
  • საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • სამშენებლო მასალების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მათი ხარჯვის კონტროლი;
  • დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან, პროექტანტებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან სამუშაო კომუნიკაცია;
  • სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სამშენებლო ნორმების დაცვის კონტროლი;
  • ობიექტზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
  • სამშენებლო ობიექტების დამოუკიდებლად მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;
  • ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა;
  • პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავების უნარი;
  • სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა;
  • სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი;
  • სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და საანგარიშო ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა.
  • მუნიციპალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სატენდერო პროექტების განხორციელების გამოცდილება;
  • AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობათ;
  • Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.
  • ქართული და რუსული ენის კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობათ:

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com

წერილის სათაურში მიუთითეთ: „ სამშენებლო ინჟინერი – სახელი, გვარი“
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა
ინჟინერია
სამშენებლო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები