დღეს - 08 დეკ
სტანდარტი
მძღოლი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი მსუბუქი ავტომობილის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი მსუბუქი ავტომობილის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ველნესი და ფიტნესი ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ქართულ-სლოვაკური კომპანია „ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
ჰოლდინგის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია „თბილისის ბულვარი“, რომელიც „ჯინო აკვაპარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
„ჯინო ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მძღოლი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #20

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ორგანიზაციის კუთვნილი ავტომობილის მართვა და დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლა.
  • თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
  • ავტომობილის ტექნიკური გამართულობისა და სისუფთავის მუდმივი კონტროლი.
  • ავტომობილის ყოველდღიური შემოწმება (ზეთი, საწვავი, საბურავები, მუხრუჭები და სხვა).
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
  • ავტომობილის პერიოდული ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ორგანიზებაში მონაწილეობა.
  • ავტომობილის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება.
  • საწვავის ხარჯვის აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
  • დაკისრებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისთვის.
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
  • სამსახურებრივი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორია - D;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
  • მართვისა და ორგანიზების უნარი;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე:
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები