დღეს - 05 დეკ
სტანდარტი
ბუღალტერი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა, საბითუმო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა, საბითუმო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: ქართული
შპს „გალაქსი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ
შპს „გალაქსი ჯორჯია“ არის საქართველოში მოქმედი კომპანია, რომელიც საქმიანობს მარცვლეულისა და ცხოველთა საკვების საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და საიმედო მომსახურებას. ჩვენი მიზანია სტაბილური განვითარება, ეფექტური ბიზნესპროცესები და მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვა. გუნდის გასაძლიერებლად ვაცხადებთ ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი
ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №11
სამუშაო გრაფიკი
ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18:00
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი (ადგილზე)
ანაზღაურება
2000 ლარიდან (NET) – კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები
  • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფილად წარმოება საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;;
  • ბუღალტრული ოპერაციების განხორციელებისა და აღრიცხვის კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა.
  • შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალთან მუშაობა;
  • ხელფასების დარიცხვის პროცესის კონტროლი;
  • პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება და სისტემატიზაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება Superfin-ის გამოცდილებას);
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ
  • სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 2000 ლარიდან (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: galaxygeorgiaa@gmail.com.

ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ: „ბუღალტერი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები