დღეს - 05 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება, ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება, ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.
,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.
,, Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ყოველთვიური და ლოიალობის ბონუსები;
- სრულად ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი;
- 50%-იანი ფასდაკლება კვებაზე;
- Fitpass-ის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა;
- კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს:
- გუნდის ეფექტიანი მართვა, მუდმივი მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
- სასაქონლე მარაგების მართვა;
- პროდუქციის მიღებისა და მომწოდებლებთან დაბრუნების პროცედურების დაცვის მონიტორინგი;
- ინვენტარიზაციის პროცესის მართვა და კონტროლი;
- სალარო ოპერაციების მონიტორინგი;
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სწორი განლაგების, ფასმაჩვენებლების შესაბამისობისა და რეალიზაციის ვადების კონტროლი;
- უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა.
რას მოველით შენგან:
- სავაჭრო ქსელში მაღაზიის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
- ცვლილებებთან სწრაფ ადაპტაციას და თვითგანვითარების მაღალი მოტივაციას;
- გუნდის ეფექტიანად მართვას, მოტივირებას და განვითარებაზე ზრუნვას;
- საოპერაციო სტანდარტების დაცვას და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://spar.selfrecruit.ge/s/CJEE
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

