დღეს - 05 დეკ
ადმინისტრატორი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, Bild A Bear-ის სახელოსნოში, გრანდმოლში ქალაქ ბათუმში,

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში და ორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

ჩვენთან გელოდებათ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
  • მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
  • სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა
  • პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი
  • გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი -გრანდმოლი ბათუმი)
სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები