დღეს - 04 დეკ
სტანდარტი
პრესს-სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია სხვა, პრესა
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები კომუნალური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: დროებითი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ხელოვნება / მედია სხვა, პრესა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები კომუნალური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
შპს „თელმიკო“ აცხადებს ვაკანსიას - პრესს-სამსახურის წამყვანი სპეციალისტის (დროებითი) პოზიციაზე

2027 წლის იანვრის თვიდან - 6 თვით (დეკრეტის პერიოდში)

ფუნქცია-მოვალეობები
კომპანიის საქმიანობის, სიახლეებისა და მნიშვნელოვანიპროექტების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება;
  • მედიის მონიტორინგი, კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • კომპანიის სოციალური მედიის არხებისთვის კონტენტის დაგეგმვა, მომზადება, გამოქვეყნება და მართვა;
  • კომპანიის ვებგვერდისთვის საინფორმაციო და სხვა ტიპის კონტენტის მომზადება და განახლება;
  • კომპანიის ცნობადობისა და მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდაზე ორიენტირებული PR და საინფორმაციოკამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სარეკლამო და მარკეტინგულისაკომუნიკაციო მასალების მომზადებისა და გავრცელებისპროცესის კოორდინაცია;
  • კომპანიის ღონისძიებების, დაგეგმვასა და ორგანიზებაშიმონაწილეობა;
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა საკომუნიკაციო საჭიროებების განსაზღვრისა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადების მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საინფორმაციო და სარეკლამო ტექსტების მომზადების გამოცდილება;
  • სოციალური მედიისა და ციფრული კომუნიკაციის არხების მართვის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნებისა და ინფორმაციისდამუშავების უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება პრესს-სამსახურის წამყვანი სპეციალისტი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 05.12.2026 წ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს „თელმიკომ” დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.

ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.

დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება. ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ხელოვნება / მედია
სხვა,
პრესა
ნახვები
უნიკალური ნახვები