დღეს - 04 დეკ
წარმოების ზედამხედველი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა წარმოება/ქარხნის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება ტექსტილი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა წარმოება/ქარხნის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება ტექსტილი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური
Situationist აცხადებს ვაკანსიას წარმოების ზედამხედველის პოზიციაზე.
გრაფიკი: ორშაბათი-პარსსკევი
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • ატელიესა და წარმოების ყოველდღიური პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • მკერავებსა და კონტრაქტორებს შორის სამუშაო დავალებების განაწილება, შესრულების ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი;
  • წარმოებისთვის საჭირო ქსოვილების, მასალებისა და რესურსების საჭიროების განსაზღვრა და შესყიდვების პროცესის კოორდინაცია;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების შედარება და მიწოდების პირობების შეთანხმება;
  • მასალების მარაგების, წარმოების ხარჯებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების, საკურიერო მომსახურებისა და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
  • მზა პროდუქციის შეფუთვისა და გაგზავნის პროცესის ორგანიზება;
  • ბუღალტერიასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა, საოპერაციო ინფორმაციისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • წარმოების, ოპერაციების, ლოგისტიკის ან შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ტექსტილის, ტანსაცმლის წარმოების ან მოდის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • წარმოების, შესყიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების ორგანიზებისა და კოორდინაციის ცოდნა;
  • მომწოდებლებთან და პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • საოპერაციო და ფინანსური ანგარიშების მომზადებისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
  • საერთაშორისო გადაზიდვებისა და საბაჟო პროცედურების საბაზისო ცოდნა;
  • MS OFFICE-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
წარმოება/ქარხნის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები