დღეს - 04 დეკ
სტანდარტი
გაყიდვების სუპერვაიზერი
თბილისი, ფონიჭალა, მარნეულის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: t.okriashvili@borun.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 - 3500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ქართული
კომპანია: ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია)
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: 08:30 – 17:30 საათამდე
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნა: სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2-3 წელი.
ანაზღაურება: 2500 ლარიდან 3500 ლარამდე, კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების მიმდინარე პროცესის რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი.
- გაყიდვების მონაცემების და ანგარიშების გადახედვა, შესრულების შედეგების შეფასება.
- გაყიდვების გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია.
- გუნდის მოტივაცია და სამუშაო პროცესში ჩართულობის გაზრდა.
- გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი და ანალიზი, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
- პროდუქციის ასორტიმენტის მართვა და ოპტიმიზაცია.
- თვიური/წლიური გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის ამოცანების დასახვა / შესრულება.
- კომპანიის მიერ განსაზღვრული გაყიდვების სტრატეგიის ეფექტურად შესრულება.
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული გეგმების შემუშავება და განხორციელება.
- გაყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
- გაყიდვების ტენდენციების ანალიზი.
- პრობლემური საკითხების აღმოჩენა და მათი გადაჭრის რეკომენდაციების მიცემა.
- ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება, გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით.
- მომხმარებელთა კმაყოფილების პერიოდული კვლევა.
- გაყიდვების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული გადაჭრა.
- რთულ ან კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება და მისი შესრულების ზედამხედველობა.
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი, თაროზე განთავსება წინასწარგანსაზღვრული პლანოგრამის შესაბამისად, თაროზე წილისა და მერჩენდაიზინგის კონტროლი.
- მომხმარებელთა ბაზრის ანალიზი და კვლევა, მათი სწორი სეგმენტაცია, მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება.
- ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების სტრატეგიების და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- ბაზრის მოთხოვნებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი.
- აქციებისა და ფასდაკლებების დაგეგმვა და მართვა – მიმდინარე აქციების შესახებ თანამშრომლების და კლიენტების ინფორმირება და აქციის მიმდინარეობის კონტროლი მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.
- კომპანიის პოლიტიკისა და ეთიკის დაცვა გაყიდვების პროცესში.
- ხარისხის სტანდარტების შესრულების კონტროლი გუნდის მიერ.
- კომპანიის სახელის და რეპუტაციის დაცვა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- შრომისმოყვარეობა
- პასუხისმგებლობა
- ორგანიზებულობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
