დღეს - 04 დეკ
პროდუქტის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები პროდუქტის ცოდნა და პოპულარიზაცია, პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური
შპს „ბიბლუსი“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

პოზიციის დანიშნულება:
  • მხარი დაუჭიროს კატეგორიების ხელმძღვანელს;
  • განავითაროს ახალი პროდუქტები;
  • გაზარდოს ასორტიმენტი და ხარისხი არსებული რეგულაციების დაცვით ;
  • მასთან დაკავშირებული პროცესების ეფექტიანად, დროულად, მაღალი აკურატულობით შესრულება;
  • ითანამშრომლოს პროცესის ყველა თანამონაწილესთან,დადგენილი ნომრემის გათვალისწინებით;

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
  • ანალიზისა და ბაზრის კვლევის საფუძველზე ახალი და არსებული პროდუქციის განვითარების მიმართულებების განსაზღვრა;
  • ბაზარზე არსებული სიახლეების, თანამედროვე ტრენდების, მომხმარებლის მოთხოვნებისა და კონკურენტული გარემოს შესწავლა;
  • ახალი პროდუქტების კონცეფციის ჩამოყალიბება თანამედროვე ტრენდებისა და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით;
  • ახალი პროდუქციის შექმნის პროცესის ინიცირება და კოორდინაცია დიზაინერებთან, მხატვრებთან, მწარმოებლებთან და შესაბამის შიდა დეპარტამენტებთან;
  • კატეგორიის მენეჯერთან ერთად ახალი პროდუქციისა და ასორტიმენტის არჩევაში ჩართულობა;
  • კატეგორიის მენეჯერთან ერთად სიახლეების, პროექტებისა და ძირითადი შეკვეთის პირობების შეთანხმება, მათ შორის რაოდენობებისა და ფასების განსაზღვრა;
  • პროდუქციის ფასწარმოქმნისა და ფასის კალკულაციის მომზადება კატეგორიის მენეჯერთან ერთად;
  • ახალი მომწოდებლებისა და ახალი პროდუქციის მოძიება, შეთავაზებების შეფასება და კომერციული პირობების განხილვა;
  • შესყიდვების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შესაბამისი ხარჯების წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინება;
  • მარკეტინგის დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა პროდუქციის შექმნის, პოზიციონირებისა და პრომოციის მიმართულებით;
  • დიზაინერებთან და მხატვრებთან აქტიური თანამშრომლობა პროდუქტის ვიზუალური კონცეფციის, დიზაინისა და ფუნქციონალის განსაზღვრის პროცესში;
  • ფოკუს ჯგუფებთან და/ან მომხმარებლებთან გამოკითხვების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული და კომერციული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • პროდუქტის შექმნისას პლანოგრამის სტანდარტებისა და მაღაზიებში პროდუქტის განთავსების შესაძლებლობების გათვალისწინება;
  • პროდუქტის შექმნისა და განვითარების პროცესში ხარისხის, დიზაინისა და წარმოების მოთხოვნების შეთანხმება;
  • ახალი პროდუქციის, პროექტებისა და შეთანხმებული პირობების შესრულების მონიტორინგი
  • გაყიდვების, ბაზრისა და პროდუქტის შედეგების ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება;
  • კატეგორიის მენეჯერთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია პროდუქტის განვითარების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;(სასურველია საბაჟო პროცედურების ცოდნა სასურველი უმაღლების განათლება ან სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების(მარკეტინგის) მიმართულებით)
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;

პიროვნული მახასიათებლები :
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი,იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება(პროდუქტის მენეჯერი),წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაყიდვები
პროდუქტის ცოდნა და პოპულარიზაცია,
პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები