შემდეგი
დღეს - 18 ნოე
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამირება/ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამირება/ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
სს "კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას ხელოვნური ინტელექტის ინჟინერის პოზიციაზე.
კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100 ფილიალამდე არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
პოზიციის მიზანი:
ბანკის ბიზნესამოცანებისთვის ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების შექმნა, დანერგვა და განვითარება. ტექსტურ და ხმოვან მოდელებზე დაფუძნებული სისტემების, მათ შორის ქართულენოვანი ჩატბოტებისა და ხმოვანი ასისტენტების განვითარება, მონაცემთა უსაფრთხოებისა და მოდელების ხარისხის უზრუნველყოფით.
ზოგადი პასუხისმგებლობები:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებებისა და მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადების ხელმოწერა; განცხადების დარღვევით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გაცნობიერება;
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.
სპეციფიური პასუხისმგებლობები:
- ბიზნესგუნდებთან ერთად AI-ის გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენა და ამოცანების, მოსალოდნელი სარგებლისა და წარმატების საზომების განსაზღვრა;
- AI პროექტების განხორციელება პროტოტიპიდან დანერგვამდე; პილოტების ჩატარება, მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და გადაწყვეტილებების გაუმჯობესება;
- ქართულენოვანი ტექსტური და ხმოვანი სერვისების განვითარება; მონაცემების მომზადებისა და მოდელების ადაპტაციის სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება;
- დანერგილი AI სერვისების ხარისხის, სტაბილურობისა და ხარჯების მონიტორინგი; ხარვეზების გამოვლენა და გამოსწორება;
- IT-ისა და უსაფრთხოების გუნდებთან კოორდინაციით სისტემების ინტეგრაციისა და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
- ახალი მოდელებისა და ტექნოლოგიების კვლევა, პრაქტიკული გამოცდა და შედარება; ბანკისთვის ღირებული სიახლეების დანერგვის ინიციირება და დასაბუთებული შეთავაზებების მომზადება;
- გუნდში ცოდნისა და კვლევის შედეგების გაზიარება: შიდა განხილვების, დემონსტრაციებისა და პრაქტიკული სესიების ჩატარება; ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები, უნარები:
- უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით; AI/ML გადაწყვეტილებების შექმნის მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- Python-ის მაღალ დონეზე ცოდნა; SQL-თან, API-ებთან, Git-სა და Docker-თან მუშაობის გამოცდილება;
- სხვადასხვა LLM, STT და TTS მოდელის კონკრეტულ მონაცემებზე გადაწვრთნისა და სასწავლო მონაცემების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
- ღია მოდელებთან მუშაობის, მათი გაშვებისა და ადაპტაციის გამოცდილება; PyTorch-ისა და Hugging Face-ის ეკოსისტემის ცოდნა;
- ჩატბოტების შექმნისა და ინტეგრაციის გამოცდილება; RAG-ის, embeddings-ისა და ვექტორული ძიების პრაქტიკული ცოდნა;
- მოდელების შეფასების, ტესტირების, სამუშაო გარემოში დანერგვისა და მონიტორინგის გამოცდილება; კონფიდენციალური მონაცემების უსაფრთხოდ დამუშავების პრინციპების ცოდნა;
- ტექნიკური ლიტერატურისა და კვლევების დამოუკიდებლად შესწავლის, ექსპერიმენტების დაგეგმვისა და შედეგების შეფასების უნარი; ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის ინიციატივა;
- ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა და გუნდური კომუნიკაცია; ინგლისურენოვან ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი.
სასურველია:
GCP პლატფორმასთან, განსაკუთრებით Vertex AI-სთან მუშაობის გამოცდილება; ფინანსურ სექტორში მუშაობისა და ქართულენოვანი ტექსტური ან ხმოვანი მოდელების ადაპტაციის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ნოემბერი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამირება/ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები