დღეს - 03 დეკ
ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი მედდა
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო საექთნო საქმე
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო საექთნო საქმე
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
სს ,,ვიანი" - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი მედდის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (იასნი-სამგორის რაიონი).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში 8 საათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების საექთნო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
  • საექთნო პერსონალის სამუშაო გრაფიკების შედგენა და ცვლებში რესურსების ოპტიმალური განაწილება;
  • პაციენტთა ტრიაჟის, გადაუდებელი დახმარებისა და საექთნო მოვლის პროცესების შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ექიმის დანიშნულებების დროული და ზუსტი შესრულების კონტროლი;
  • ინფექციის პრევენციის, პაციენტის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
  • მედიკამენტების, სამედიცინო სახარჯი მასალებისა და გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობის მარაგებისა და მზადყოფნის კონტროლი;
  • საექთნო დოკუმენტაციის წარმოების სისწორისა და სისრულის კონტროლი;
  • საექთნო პერსონალის საქმიანობის შეფასება, პროფესიული განვითარებისა და ახალი თანამშრომლების ადაპტაციის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საექთნო განათლება და შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია;
  • გადაუდებელი მედიცინის ან კრიტიკული მოვლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • უფროს ექთნად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სტაჟი;
  • გადაუდებელი დახმარების, ტრიაჟისა და ინფექციის კონტროლის პრინციპების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, ლიდერული უნარები და სტრესულ გარემოში ეფექტიანი მუშაობის უნარი.

ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:
  • ,,იმედი-L”-ის დაზღვევას;
  • თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს;
  • ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
  • ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები