დღეს - 04 დეკ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა უძრავი ქონება უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    მშენებლობა მშენებლობა
    უძრავი ქონება უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
კომპანია HOMEX აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო სტანდარტების მქონე უძრავი ქონების პროექტში — Lagoon Resort Batumi .

ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ გამოცდილ თანამშრომელს, არამედ მოტივირებულ, ენერგიულ და მიზანდასახულ ადამიანს, რომელსაც აქვს გაყიდვების ნიჭი, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და სურს პროფესიული განვითარება.

თუ ხარ კომუნიკაბელური, თავდაჯერებული, სწრაფად ითვისებ ახალ ინფორმაციას და გჯერა, რომ შეგიძლია წარმატების მიღწევა გაყიდვების სფეროში ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა;
  • პროექტისა და საინვესტიციო შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის მართვა;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • CRM მონაცემების მართვა;
  • გაყიდვების ინდივიდუალური მიზნების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი კომუნიკაციისთვის);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
  • გამართული მეტყველება და პრეზენტაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების შესაძლებლობა;
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო ;

პიროვნული თვისებები
  • მაღალი მოტივაცია და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა, აქტიურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • თავდაჯერებულობა და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიონალური მიდგომა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარების, სწავლისა და კარიერული წინსვლის სურვილი.

რას გთავაზობთ?
  • ფიქსირებული ანაზღაურება 1 500 ლარი;
  • საშუალო ანაზღაურება ბონუსის გათვალისწინებით 5 000 ლარი და მეტი , გაყიდვების შედეგების შესაბამისად.
  • პროფესიულ ტრენინგებსა და გაყიდვების მიმართულებით სწავლებას;
  • გამოცდილ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივას;
  • მოტივირებულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • ჩვენთვის მთავარია შენი პოტენციალი და დამოკიდებულება საქმის მიმართ გაყიდვების პროფესიულ ტექნიკებსა და პროექტის სპეციფიკას ადგილზე შეგასწავლით!

შემოუერთდი HOMEX-ის გუნდს!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე. sales@lagoon-resort.ge

პროექტის ვებგვერდი: www.lagoon-resort.ge
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები