დღეს - 03 დეკ
სტანდარტი
ულტრაბგერითი კვლევის რეგისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hera2011hr@Gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა სამედიცინო რადიოლოგია/რენდგენოლოგია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
შ.პ.ს „ჰერა 2011“ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მეან-გინეკოლოგიის,ახალშობილთა რეანიმაციისა და ნეონატოლოგიის,ქირურგიისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს.
კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარებას - „აკრედიტაცია კანადა“-ს პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა.
„ჰერა 2011“ - ის მთავარი მისია პაციენტზე ზრუნვა და მისი კმლაყოფილების უწყვეტი ზრდაა.სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით,ყოველი შემდგომი წლისთვის ისახავს მიზნად სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან,უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი განვითარება და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება.
შპს „ჰერა 2011“ აცხადებს ვაკანსიას ულტრაბგერითი კვლევის რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს — მორიგეობით, შემოკლებული სამუშაო დღით.
სამუშაო საათები: დაწყება 10:00 დასრულება 17:00
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1200 ლარი;(გადასახადების დაქვითვამდე)
პოზიციის მიზანი:
ულტრაბგერითი კვლევის პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, კვლევის პასუხების სწორად აკრეფა, ფორმატირება, ბეჭდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ექოსკოპისტის მიერ მოწოდებული კვლევის პასუხების აკრეფა და ბეჭდვა;
- კვლევის შედეგების დოკუმენტაციის ტექნიკური დამუშავება;
- კვლევის პასუხების სიზუსტისა და ფორმატირების უზრუნველყოფა;
- მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისი წესით გადაცემა;
- სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის ცოდნა;
- ქართული ენის გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფი და ზუსტი ბეჭდვის უნარი;
- სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ და მეგობრულ გარემოს;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანის მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ,ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ,გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hera2011hr@Gmail.com.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით,თქვენ თანხმობა აცხადებთ შ.პ.ს „ჰერა 2011“-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
სამედიცინო
რადიოლოგია/რენდგენოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები
