შემდეგი
დღეს - 03 დეკ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ფასადის დიზაინი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ტექნიკური პროცესების მართვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3500 - 5000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამშენებლო
ფასადის დიზაინი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვატექნიკური პროცესების მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): მაგისტრი, დოქტორი, ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას Facade Engineer / ფასადების ინჟინრის პოზიციაზე.
შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.
ვეძებთ გამოცდილ ფასადების ინჟინერს, რომელსაც შეუძლია პროექტის ტექნიკურ ნაწილზე დამოუკიდებლად მუშაობა — არქიტექტურული და ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებიდან, სისტემებისა და კვანძების ტექნიკური გადაწყვეტებიდან, მასალების რაოდენობებისა და საწარმოო დავალებების მომზადებამდე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სამუშაო პირობები
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ: „Facade Engineer“.
შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.
ვეძებთ გამოცდილ ფასადების ინჟინერს, რომელსაც შეუძლია პროექტის ტექნიკურ ნაწილზე დამოუკიდებლად მუშაობა — არქიტექტურული და ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებიდან, სისტემებისა და კვანძების ტექნიკური გადაწყვეტებიდან, მასალების რაოდენობებისა და საწარმოო დავალებების მომზადებამდე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კითხვა, ანალიზი და დამუშავება;
- სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება AutoCAD-ში და ალუმინის სისტემების/კონსტრუქციების დამუშავება Orgadata-ში;
- ალუმინის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემების ტექნიკური გადაწყვეტებისა და კვანძების დამუშავება;
- პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
- პროექტისთვის საჭირო სამუშაო მოცულობების უწყისების მომზადება;
- საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების უწყისების მომზადებაში მონაწილეობა;
- პროექტისთვის საჭირო მასალების რაოდენობების განსაზღვრა;
- პროექტისთვის შესყიდული მასალების რაოდენობების შედარება პროექტით გათვალისწინებულ საჭიროებებთან და მათი კონტროლი;
- საწარმოსთვის საწარმოო დავალებების მომზადება და გაცემა;
- ობიექტისთვის საჭირო სამონტაჟო მასალების ნუსხისა და რაოდენობების მომზადება;
- საპროექტო, საწარმოო და სამონტაჟო პროცესებს შორის ტექნიკური კოორდინაცია;
- პროექტის მენეჯერთან, საწარმოსთან, შესყიდვების დეპარტამენტთან და სხვა შესაბამის განყოფილებებთან კოორდინაცია;
- ტექნიკური საკითხებისა და შესაძლო შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება;
- სამუშაო პროცესების მუდმივი ანალიზი და ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდისა და დანაკარგების შემცირების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება საინჟინრო, ტექნიკურ ან მონათესავე სფეროში;
- ფასადების ინჟინრის ან ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ალუმინის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
- Orgadata-ს კარგი ცოდნა და პროგრამაში დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია;
- ალუმინის კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემების ტექნიკური გადაწყვეტებისა და კვანძების დამუშავების გამოცდილება;
- სამშენებლო, არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კარგად წაკითხვისა და დამუშავების უნარი;
- AutoCAD-ის კარგი ცოდნა;
- Excel-ის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე;
- ArchiCAD-ის ან სხვა შესაბამისი საინჟინრო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად გაანალიზებისა და გადაწყვეტის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი — თბილისი;
- სამუშაო დღეები — ორშაბათი–პარასკევი; შაბათი — საჭიროების შემთხვევაში, ნახევარი სამუშაო დღე;
- ანაზღაურება — 3,500–5,000 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
- პროფესიული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ: „Facade Engineer“.
სამშენებლო
ფასადის დიზაინი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ტექნიკური პროცესების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები