შემდეგი
დღეს - 03 დეკ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი ბუღალტერია / ფინანსები 1C - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა, სამოქალაქო საინჟინრო საქმე - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი ბუღალტერია / ფინანსები1C - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა, სამოქალაქო საინჟინრო საქმე - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, არასრული საშუალო განათლება
- ენები: ინგლისური,რუსული
სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.
შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.
პოზიციის ძირითადი მიზანია კომპანიის პროექტებთან დაკავშირებული მასალების მოძრაობის დროული და ზუსტი აღრიცხვა 1C პროგრამაში, შესრულებული სამუშაოების მიხედვით მასალების ჩამოწერა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- 1C პროგრამაში შემოსული, გასული და პროექტებს შორის გადაადგილებული მასალების დროული და ზუსტი აღრიცხვა;
- მასალების მოძრაობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტების გადამოწმება და პროგრამაში ასახვა;
- შესრულებული სამუშაოების აქტების / ფორმა №2-ის მიხედვით პროექტებზე გამოყენებული მასალების ჩამოწერების მომზადება და 1C-ში გატარება;
- მასალების დასახელებების, რაოდენობების, შესაბამისი საწყობისა და პროექტის მონაცემების გადამოწმება;
- პროგრამული ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებებთან მონაცემების შეჯერება;
- საწყობთან, პროექტების მენეჯერებთან, ინჟინრებთან და ბუღალტერიასთან კოორდინაცია მასალების მოძრაობისა და ჩამოწერების საკითხებზე;
- დისტანციური განბაჟების პროცედურების შესრულება და შესაბამის დოკუმენტაციასთან მუშაობა;
- შესაბამის ელექტრონულ სისტემებში საჭირო მონაცემებისა და დოკუმენტების დამუშავება;
- ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა პირველადი დოკუმენტების მოწესრიგება და კონტროლი;
- საჭირო პერიოდული ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება კომპანიის მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- 1C პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
- მასალების, მარაგების ან სასაქონლო მოძრაობების აღრიცხვის გამოცდილება;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის ცოდნა;
- Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- Form №2-ებთან და მასალების ჩამოწერებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საბაჟო პროცედურებთან / დისტანციურ განბაჟებასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები
- სიზუსტე და დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დავალებების დროულად შესრულების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა განყოფილებასთან.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი — ოფისი, თბილისი;
- სამუშაო დღეები — ორშაბათი–პარასკევი;
- სამუშაო საათები — 10:00–18:00;
- ანაზღაურება — 2,000 ლარი;
- შემდგომში ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაბამისად.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ: „1C ოპერატორი“.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ბუღალტერია / ფინანსები
1C
ნახვები
უნიკალური ნახვები