დღეს - 01 დეკ
სტანდარტი
ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, წნორი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1250 - 2000
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): მაგისტრი, დოქტორი, ბაკალავრი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
- საკუთარი ტრანსპორტი:კი (მსუბუქი ავტომობილი)
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე წნორში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში.
ბს/2 ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, „Penki Kontinentai“, ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საბანკო, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
ბს/2 ჯორჯია წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრით საქართველოში და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.
ბს/2-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში.
გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ - ოფისის ტური, გუნდური ღონისძიებები და მეტი
გრაფიკი: სრული განაკვეთი (I-V; 09:00-18:00), 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1250-2000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;
- ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
- მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა;
- მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;
- ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;
- EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.
მოთხოვნები:
- დაბალი წვის ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა.
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
- სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარირეული განვითარებისა და კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
- შესრულებული სამუშაოზე მიბმულ საბონუსე სისტემას;
- ლოიალობის პროგრამებს;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
- პარკირების ხარჯების ანაზღაურებას;
- ავტომობილის დაზღვევის 100%-იან დაფინანსებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის 100%-იან დაფინანსებას;
- Fitpass-ის 50%-იან თანადაფინანსებას;
- სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/EUiI9jAb
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

