დღეს - 02 დეკ
სტანდარტი
მშენებელი ინჟინერი
ქუთაისი, ჭავჭავაძის დასახლება, ი. ჭავჭავაძის გამზირი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: iberiastargroup@gmail.com
ტელეფონი: +995 595385050
მისამართი: ქ. ქუთაისი ჭავჭავაძის გამზ. #67ბ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
სამშენებლო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინჟინერია
სამშენებლო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: სამშენებლო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)
- ენები: ინგლისური,რუსული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
სამშენებლო კომპანია ,,იბერია სტარ გრუპი'' აცხადებს ვაკანსიას — მშენებელი ინჟინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.ქუთაისი
სამშენებლო კომპანია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისთვის ეძებს გამოცდილ მშენებელ ინჟინერს. პროექტები მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ შენობებს, სავაჭრო და სასტუმრო ობიექტებს.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია სამშენებლო პროცესების დაგეგმვა, ადგილზე კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და ყოველდღიური ტექნიკური კონტროლი;
- სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
- სამუშაო გრაფიკის შედგენა, შესრულების მონიტორინგი და შეფერხებებზე დროული რეაგირება;
- სამუშაოთა მოცულობების დათვლა, მასალების საჭიროების განსაზღვრა და ხარჯვის კონტროლი;
- სამშენებლო ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების მუშაობის კოორდინაცია;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შემოწმება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- პროექტანტებთან თანამშრომლობა და ტექნიკური საკითხების შეთანხმება;
- სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების წარდგენა;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან თანამშრომლობა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ დროული ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მშენებლობის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;
- სამშენებლო ობიექტზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
- არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოების ცოდნა;
- სამუშაოთა მოცულობების დათვლისა და მასალების უწყისების მომზადების გამოცდილება;
- AutoCAD-ისა და Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- სამუშაოების დაგეგმვის, გუნდის კოორდინაციისა და პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- მრავალბინიანი, სავაჭრო ან სასტუმრო ობიექტების მშენებლობის გამოცდილება;
- ლითონის კარკასისა და სენდვიჩპანელების მონტაჟის გამოცდილება;
- ხარჯთაღრიცხვებთან და შესრულებული სამუშაოების აქტებთან მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა.
გთავაზობთ:
- მრავალფეროვან სამშენებლო პროექტებზე მუშაობას;
- კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის შესაბამის ანაზღაურებას — შეთანხმებით;
- პროფესიული განვითარებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას.
განაცხადის წესი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV:iberiastargroup@gmail.com
მიუთითეთ:
- რომელ ობიექტებზე გიმუშავიათ და რა იყო თქვენი უშუალო პასუხისმგებლობა;
- სასურველი ანაზღაურება;
- სამუშაოს დაწყების შესაძლო თარიღი.
ინჟინერია
სამშენებლო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
