შემდეგი
დღეს - 01 დეკ
IT პროექტებისა და განვითარების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@unison.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება, პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება, პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.
ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით „უნისონის“ გუნდს.
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- შიდა IT ანალიტიკოსების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- გარე დეველოპერული კომპანიების (ვენდორების) საქმიანობის კოორდინაცია, ვადებისა და შესრულების ხარისხის მონიტორინგი;
- ბიზნეს დეპარტამენტებიდან მიღებული მოთხოვნების შეფასების, პრიორიტეტიზაციისა და ტექნიკურ დავალებებად გარდაქმნის პროცესის მართვა;
- IT პროექტების სრული ციკლის მართვა დაგეგმვიდან საბოლოო დანერგვამდე (End-to-End Delivery);
- ახალი ფუნქციონალის, სისტემური ცვლილებებისა და პროგრამული განახლებების მიწოდების (Product Delivery) უზრუნველყოფა;
- ტესტირების (UAT), ხარვეზების გამოსწორებისა და სისტემური ცვლილებების დანერგვის პროცესების კოორდინაცია;
- ვენდორების სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და SLA-ების შესრულების მონიტორინგი;
- პროექტებთან დაკავშირებული რისკების, შეფერხებებისა და პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მართვა;
- პროექტების მიმდინარეობის, ვადებისა და შედეგების შესახებ მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება IT-ის, ბიზნესის მართვის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება IT პროექტების ან პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესების მართვაში;
- გარე დეველოპერულ კომპანიებთან (Outsourcing/Vendor Management) მუშაობის გამოცდილება;
- ბიზნესანალიზის, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის (SDLC) და ტესტირების პროცესების ცოდნა;
- Agile/Scrum მეთოდოლოგიებისა და Jira-ს ან მსგავსი პროექტების მართვის სისტემების ცოდნა;
- ტექნიკური მოთხოვნების, API ინტეგრაციებისა და სისტემური არქიტექტურის საბაზისო ცოდნა;
- პროექტების დაგეგმვის, პრიორიტეტიზაციისა და შესრულების კონტროლის ძლიერი უნარები;
- ეფექტიანი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და გუნდის მართვის უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული კომუნიკაციის დონეზე.
უპირატესობად ჩაითვლება:
- სადაზღვევო, საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- რამდენიმე IT პროექტის პარალელურად მართვის გამოცდილება;
- PMP, PSM, CSM ან სხვა შესაბამისი სერტიფიკატი.
პიროვნული უნარები
- შედეგსა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანი მართვა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება IT პროექტებისა და განვითარების მენეჯერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება,
პროექტების მართვა,
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები